საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ”” ივან ფატიჩი დაიმატა. 29 წლის მცველი მონტენეგროელია და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ექვსჯერ უთამაშია.
ბალკანელი ცენტრალური მცველი უკვე საქართველოშია და “სამტრედიას” წევრი ოფიციალურად 17 იანვარს გახდა – ფატიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშს აქტიურად შეუდგება.
საინტერესოა, რომ ფატიჩი 18 წლის ასაკში ცნობილ იტალიურ გრანდში, მილანის ”ინტერში” გადავიდა, სადაც 2007-2009 წლებში რვა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
2007-2013 წლებში იტალიის სერია ”ა”-სა და სერია ”ბ”-ს სხვადასხვა კლუბში უთამაშია.