მილანის ”ინტერის” ყოფილი მცველი “სამტრედიაში” ჩაირიცხა

02:16, 18.01.2018

საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ”” ივან ფატიჩი დაიმატა. 29 წლის მცველი მონტენეგროელია და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ექვსჯერ უთამაშია.

ბალკანელი ცენტრალური მცველი უკვე საქართველოშია და “სამტრედიას” წევრი ოფიციალურად 17 იანვარს გახდა – ფატიჩი ​გუნდთან ერთად ვარჯიშს აქტიურად შეუდგება.

საინტერესოა, რომ ფატიჩი 18 წლის ასაკში ცნობილ იტალიურ გრანდში, მილანის ”ინტერში” გადავიდა, სადაც 2007-2009 წლებში რვა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

2007-2013 წლებში იტალიის სერია ”ა”-სა და სერია ”ბ”-ს სხვადასხვა კლუბში უთამაშია.

მსგავსი