მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენგან არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველოა თვითმხილველი
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენგან არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველოა თვითმხილველი

ჩვენგან არავინ არის განწყობილი და არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი. კერძოდ, იმის, თუ როგორ მოუწოდებდა ის ადამიანებს, საკმაოდ დიდ მასას შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტის წინ საკმაოდ მძიმე წუთები იყო და ბევრი ადამიანი დაშავდა. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და განცხადებას, მოწოდებას აკეთებ, ასეთი დაძაბულობაა, პასუხისმგებლობაც უნდა გამოთქვა. პოლიტიკური ლიდერობა ასე მიმაჩნია. ისიც უნდა აღიარო, რომ ეს გინდოდა და ამას ახორციელებდი, როცა თვალთმაქცობ, რომ მე ეს არ მინდოდაო, ჩემთვის ეს მიუღებელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.