მიხეილ სარჯველაძე - სუს-ის განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, რადგან ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ასეთი მეთოდებით ბრძოლა დამახასიათებელი გახდა
სუს-ის განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, რადგან ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ასეთი მეთოდებით ბრძოლა დამახასიათებელი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების სცენარების განხორციელებას პერსპექტივა არ აქვს.
„სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ერთგვარად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ხელისუფლებისთვის ასეთი მეთოდებით ბრძოლა დამახასიათებელი გახდა. არაერთხელ გვინახავს ასეთი რამ და შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდეს სწორედ იგივე ქმედებების გამეორების ძალიან უხეშ მცდელობას. რასაკვირველია, ვისურვებდი, ეს ყველაფერი რაც გაცხადდა, იყოს სინამდვილესთან შეუსაბამო. ასეთი სცენარების განხორციელებას პერსპექტივა არ აქვს. მათი განხორციელების სურვილი შეიძლება, ჰქონდეს ამ ქვეყნის მოძულეებს. გაკეთდა განცხადება, ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი განცხადება იმიტომ, რომ ეს არ არის მოწმენდილ ცაზე მეხივით. არაერთი მინახავს, მათ შორის 20 ივნისი, ბევრი ნამოქმედარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.