მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი ტყუილს ქადაგებდა, როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, მერე ფირფიტა შეცვალეს, მომრავლდა ოპოზიციონერების კოვზები ნაცარში
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი ტყუილს ქადაგებდა, როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, მერე ფირფიტა შეცვალეს, მომრავლდა ოპოზიციონერების კოვზები ნაცარში

ქართული ფილმიდან ფრაზას გეტყვით, გამყრელიძის დასკვნას ვეთანხმები, მან სწორი რაღაც თქვა, რაც ფაქტია, ეს ადამიანები ამ ყველაფერზე ღიად ამ დრომდე რატომ არ საუბრობდნენ, როცა ეს საკითხი ყველაზე მწვავე იყო, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე? – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის განზრახვა მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდანაც იქნება, რათა სანდოობის მოპოვებას შეეცადონ.

„არიან ადამიანები, ვინც ძირგამომთხრელ და დესტრუქციულ საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, მათგან აღიარებას ვერ ვეღირსებით, რადგან საკუთარი თავის მიმართ თითს არასოდეს გაიშვერენ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაახლოების ახალ ეტაპებზე ოპოზიციის მიერ არჩეული იყო ტაქტიკა ქვეყნისთვის ხელშეშლის. ამას შემწყნარებლად საქართველოს გულშემატკივრები არ შეხედავენ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთელი საქართველო ჯვარს აცვეს იმისთვის, რომ თითქოს რეფორმები არ სრულდებოდა და ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა. ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არმიცემა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ოპოზიციის დიდი ნაწილი ტყუილს ქადაგებდა, როცა ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. მოგვიანებით, ფირფიტა შეცვალეს და თქვეს, ქვეყანამ სტატუსი დამსახურებულად მიიღოო. მომრავლდა ოპოზიციონერების კოვზები ნაცარში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.