მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში არსებული ისტერია მთავარ დილემას უკავშირდება, გაუერთიანებლობის პრობლემა აქვთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში არსებული ისტერია მთავარ დილემას უკავშირდება, გაუერთიანებლობის პრობლემა აქვთ

ოპოზიციაში არსებული ისტერიული ვითარება მთავარ დილემას უკავშირდება – გაუერთიანებლობის პრობლემა აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში კი საზოგადოების მხრიდან მეტი უარყოფითი განწყობის წარმოშობის რისკი აქვთ.

„ოპოზიციაში რაც სუფევს, უმძიმესი მდგომარეობაა. ჰორიზონტზე არავითარი საფუძველი არ ჩანს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ერთად ყოფნის შესაძლებლობა. მათთვის პერსპექტივა არ ჩანს. რეალური პრობლემები საკუთარ რიტორიკაში უნდა მონახონ, ასევე მცდარ ხერხებში. თუ ამას დაადგენენ, ალბათ სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. არ უნდათ, აღიარონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ, ხელს უშლიდნენ ქვეყნისა და ხალხის წარმატებას. ოპოზიცია საკუთარ შეცდომებს რაც უფრო მალე აღიარებს, მით უკეთესი იქნება მათთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.