მიხეილ სარჯველაძე - ჯერ იყო მელიას, შემდეგ ხაბეიშვილის დაჯგუფება და „ნაცმოძრაობის“ ერთიანობის მითი გაქრა, მათ შორის დაპირისპირებას მოჰყვება გაგრძელება, რაც სააკაშვილის სტატუსში გამომჟღავნდა
მიხეილ სარჯველაძე - ჯერ იყო მელიას, შემდეგ ხაბეიშვილის დაჯგუფება და „ნაცმოძრაობის“ ერთიანობის მითი გაქრა, მათ შორის დაპირისპირებას მოჰყვება გაგრძელება, რაც სააკაშვილის სტატუსში გამომჟღავნდა

ჯერ იყო მელიას დაჯგუფება, შემდეგ ხაბეიშვილის და, პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ერთიანობის მითი გაქრა. ახლა ამ ნანგრევებზე ყველა ცდილობს, საკუთარი სარგებელი მიიღოს, მათ შორის ამომრჩევლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

„დაპირისპირება და კონფრონტაცია ორ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის კონფლიქტით არ დასრულდებოდა. ამას მოჰყვება გაგრძელება და ეს უკვე გამომჟღავნდა სააკაშვილის სტატუსში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა: „მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.