მიხეილ სარჯველაძე - აშშ კვლავაც დაინტერესებულია საქართველოს ბედით, რაც ჩვენი ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე მიუთითებს
მიხეილ სარჯველაძე - აშშ კვლავაც დაინტერესებულია საქართველოს ბედით, რაც ჩვენი ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე მიუთითებს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ კვლავაც დაინტერესებულია საქართველოს ბედით, რაც ჩვენი ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე მიუთითებს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბუნებრივია, იქნება კვლავაც დაინტერესებული საქართველოს ბედით, საქართველოს მდგომარეობით. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა გამოწვევებსაც ამჟამად ვაწყდებით და რასაკვირველია, ეს კვლავ მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე, რომელშიც ვიმყოფებით სტარატეგიულ პარტნიორთან.

შესაბამისად, ეს მისასალმებელია, ეს კარგია და ყველა შემთხვევაში, იმედისმომცემია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კურსი მხადაჭერილი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.