მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ გამომდინარეობს კანონიდან და გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა.
„რაც შეეხება სატელეფონო ზარების აღდგენის შუამდგომლობას, სასამართლო განმარტავს, რომ როცა მოთხოვნას მხარე აყენებს, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უარყოფის ან დადასტურების. სიტყვაში „აღუდგინეთ“ იგულისხმება, რომ ესე იგი, შეზღუდული აქვს. აქვს თუ არა უფლება სასამართლოს, ჩაერიოს ამ შეზღუდული უფლების აღდგენაში. ვთვლი, რომ შუამდგომლობა ამ უფლების აღდგენაზე არ გამომდინარეობს კანონიდან. ვხელმძღვანელობ საპროცესო კოდექსის მუხლებით, სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს განჩინება არ საჩივრდება“, – განაცხადა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ.
სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების აღდგენის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე მიმართეს, რომელიც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.