კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან, სადაც ამ წუთებში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, რადა-ს დეპუტატები მივიდნენ.
ამასთან, ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მის სახლთან სპეცრაზმი მივიდა, იგი სახურავზე ავიდა და გადახტომით იმუქრებოდა. სახლის სახურავზე მაშველებიც ავიდნენ.
ბინის შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ამ დრომდე რჩებიან.