მიხეილ სააკაშვილი - უნდა გამოვხატოთ მადლიერება სასულიერო პირების მიმართ, ვინც აპროტესტებს ერის გადაშენების ნარკოკარტელურ გეგმას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს.
„ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან გვიან ღამით პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მანამდე მათ მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.