მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, 16 სექტემბერს სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.

„ასეთი სათხოვარი აქვს მის უწმინდესობას, რომ ხვალ, სამრევლოები, ჩვენ ყველანი, უწმინდესთან შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში. სამღვდელოება, რომელიც თავის ტაძარში წირვა-ლოცვას აღასრულებს, შემდეგ მსვლელობით ყველანი სამების საკათედრო ტაძარში ავიდეთ.

მოსახლეობის ნაწილი, ძალიან კარგი იქნება, რომ პატრიარქთან ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში დაესწროს. წირვა სამების საკათედრო ტაძარში დილით 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო სამრევლო 13:00 საათზე შეიკრიბება“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

სასულიერო პირები მარიხუანას თემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსთან არიან შეკრებილი

Posted by პირველი არხი on შაბათი, 15 სექტემბერი, 2018