მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივის
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივის

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივის. როგორც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამტკიცებს, მის წინააღმდეგ დაწყებული საექსტრადიციო შემოწმება უკანონოა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლამ ჩერნოლუცკიმ თქვა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევის საოლქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით გუშინ მიმართა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უკვე ორჯერ თქვა უარი სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემაზე.

„ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, სასამართლო მაინც იქნება მიუკერძოებელი და სამართლიანი და დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს. შესაბამისად, შეწყვეტს ამ საექსტრადიციო შემოწმებას და უკრაინის პროკურატურას აღარ ექნება სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალება“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.