მიხეილ სააკაშვილი - შურისძიება იქნება მკაცრი, ხალხი ამას არ გაპატიებთ
უკრაინიდან მიხეილ სააკშვილის გაძევება პუტინისთვის 2018 წლის დასაწყისში საუკეთესო საჩუქარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა საკუთარი თავი რუს ოპოზიციონერ ლექსეი ნავალნის შეადარა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური აქტივობების დროს ანალოგიური დაბრკოლებები ექმნება, როგორც ნავალნის შემთხვევაში ხდება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინის მთავარი ამოცანა, მისი უკრაინის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, პეტრო პოროშენკომ პირადად სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, რომ სერგეი კურჩენკოს მიხეილ სააკაშვილის დაფინანსება ეღიარებინა.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.
„შურისძიება იქნება მკაცრი. ხალხი თქვენ ამას არ გაპატიებთ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
„ჩვენ ამ სასამართლოს აცილებას ვუცხადებთ და სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სასამართლო დარბაზში შეკრებილი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ისინი „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს შესახილებითა და აპლოდისმენტებით აწყვეტინებდნენ სიტყვას. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად უკრაინის ჰიმნი შეასრულა.