პუტინი ვერაფრით მივიწყებს, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას.
„პუტინი ვერაფრით მივიწყებს. შემთხვევითია ის, რომ მისი თეზისები სრულად ემთხვევა ბანკოვაიას აზრებს და ტერმინოლოგიას?“ – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, კიევში, ბანკოვაიას ქუჩაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს.
წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ახსენა. უკრაინაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, არის უკრაინელი და ქართველი ხალხებისთვის სახეში შეფურთხება.
ოპოზიციონერ კანდიდატებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ, რომ ქვეყანაში მაიდნები ხდებოდეს, ხოლო ქუჩებში სააკაშვილები დარბოდნენ.