პუტინი - უკრაინაში სააკაშვილს რომ ვუყურებ, გული მეწვის
პუტინი - უკრაინაში სააკაშვილს რომ ვუყურებ, გული მეწვის

რასაც სააკაშვილი აკეთებს,  არის ქართველი და უკრაინელი ერების სახეში შეფურთხება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, დონბასის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„როგორ ითმენთ ამას?  ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი, ახლა კი დარბის მოედნებზე და ყვირის – მე უკრაინელი ვარ. რა, უკრაინაში უკრაინელები დაილია? და უკრაინა ამას ითმენს?! ეს ძალიან საცოდავი საყურებელია. გული მეწვის“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციას უკვე მეცამეტედ მართავს.

წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე 1640-მა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შორის არის ქსენია სობჩაკი, რომელიც პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს.