მიხეილ სააკაშვილი - პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა
მიხეილ სააკაშვილი - პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა

მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის, გია ყუფარაშვილი თავად გაგზავნა.

„ამ ბრძოლაში დიდი ხანია, ვარ. თავის დროზე მაგალითად პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხვდი მაშინდელი პოლკის მეთაურს და ჩვენ ერთად დავსახეთ გეგმა, როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. შემდეგ ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არის ჩვენს ძალაში. ახლა ნურავინ ელის საიდუმლო გეგმებს და საიდუმლო რაღაც კონსპირაციას, ყველაფერი დევს ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია, ჩიხიდან არის გამოსაყვანი, ჩვენი ისტორია გასაგრძელებელია. ქართველები უნდა იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქვეყანაში, ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და წერტილი დაესვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.