მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს შევხვდე, სასურველია, შაბათ-კვირას
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს შევხვდე, სასურველია, შაბათ-კვირას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უახლოეს დღეებში შეხვდეს.

ამის შესახებ აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

„მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია, შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქსტატუსში.

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და, სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.