ლევან იოსელიანი - ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს
ლევან იოსელიანი - ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.

მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილსაც.

„ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჯერ არავის შევხვედრილვარ. სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი ძალაში იქნება.

„რაც შეეხება ყველა დასკვნას, დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, ამასთან დაკავშირებით კითხვები იყო, ხომ არ ვაპირებ რაღაცების გამოხმობას ან რაღაცებზე უარის თქმას. მინდა, დავამშვიდო ყველა, ყველა დოკუმენტი, ყველაფერი იქნება ძალაში, რომელიც ჩემი წინამორბედის მიერ მომზადდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.