მიხეილ სააკაშვილი გიორგი გოგაძისა და იური ლუცენკოს შეხვედრას ეხმაურება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურება საკუთარი ძაღლის ჯიხურის დასაცავად ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ასევე უკრაინისა და საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ერები უნდა გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და ალბათ უპერსპექტივობასა და სიღარიბესაც“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო 12 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა.