მიხეილ სააკაშვილი - ძალიან მწარედ ცდება ყველა, ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის წარმომადგინოს „დავრდომილ“ ადამიანად, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს
მიხეილ სააკაშვილი - ძალიან მწარედ ცდება ყველა, ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის წარმომადგინოს „დავრდომილ“ ადამიანად, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს

ყველა, ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის წარმომადგინოს „დავრდომილ“ ადამიანად, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა არის.

„ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის მიმართულებას, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე, მაძლიერებს უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ; არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს. ერთიანობა და განახლება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.