მიხეილ სააკაშვილი - ჩემმა დიდმა ბებიამ სტალინი მეფის ჟანდარმებისგან გადაარჩინა
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისმა დიდმა ბებიამ სტალინი მეფის ჟანდარმებისგან გადაარჩინა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბქუში“ დაწერა.
სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილმა ფილმის „სტალინის სიკვდილი“ ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებზე დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, სტალინმა მისი დიდი ბებიის ოჯახს სიკეთე ქონების კონფისკაციითა და ნათესავების განადგურებით გადაუხადა.
„მეგობრებთან ერთად ვიყავი კინოში ფილმზე „სტალინის სიკვდილი“. სუპერ მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარა მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმებისგან. როგორ გაყავდა ის ხელჩაკიდებული მამამისის, მდიდარი მეწარმის სახლიდან. სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის ქონების კონფისკაციითა და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამასთან, კავკასიის პარტიულ ბოსთან ერთად, ბელადის გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად იმყოფებოდა სტალინთან და სიტუაცია, რომელსაც ის აღწერდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ნაჩვენებია ფილმში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.