გორში სტალინის დაბადებიდან 141-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმთან, ტრადიციულად ამ დღეს „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მის სახლ-მუზეუმთან სტალინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ასევე, მოითხოვეს გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის აღდგენა, რომლის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობა აღარ მოწყობილა.


