მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე ევროპის წამყვან პრესაში, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე ევროპის წამყვან პრესაში, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს

„ქართული ოცნება“ თუ დარჩა ხელისუფლებაში, ნულოვანი შანსი იქნება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. ხელისუფლების შეცვლის პირობებში, ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ოთხ წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფორმულას“ გადაცემა „ღამის კომენტართან“ წერილობით ინტერვიუში აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი იბრძოლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო ქვეყნის უმეტესი ნაწილი, ჩვენ დავაორგანიზეთ ცოცხალი ჯაჭვი და უდიდესი მიტინგი, სადაც მე ვთქვი, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით რუსეთს და მივდივართ ევროპაში. ახლა უნდა ვთქვათ – ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით „ოცნებას“ და მივდივართ ევროპაში. თანაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე ევროპის წამყვან პრესაში, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რომელიც მთლიანად გააჯანსაღებს ტოქსიკურ ატმოსფეროს და ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გადალახვას“.