მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი მიიღო
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი მიიღო. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„დღეს, როგორც იქნა, უკრაინის მიგრაციული სამსახურისგან მივიღე დოკუმენტი, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, მე ამით არ დავკმაყოფილდები და ვიბრძოლებ უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისთვის“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
Сьогодні нарешті отримав від міграційної служби документ, який засвідчує, що я перебуваю на території України легально. …
Posted by Mikheil Saakashvili on 2017 წლის 7 ნოემბერი, სამშაბათი