მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი მიიღო

21:11, 07.11.2017

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი მიიღო. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღეს, როგორც იქნა, უკრაინის მიგრაციული სამსახურისგან მივიღე დოკუმენტი, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, მე ამით არ დავკმაყოფილდები და ვიბრძოლებ უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისთვის“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/photos/a.267904939906561.69545.260603653970023/1739135949450112/?type=3&theater

მსგავსი