მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელი იყო საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომის სიმბოლო
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელი იყო საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომის სიმბოლო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელი იყო სიმბოლო რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომისა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, არავის სჯერა და არც უნდა დაიჯეროს, რომ მას ასამართლებენ 2007 წლის მოვლენებზე.

„სინამდვილეში, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები არასდროს არავის გაუსამართლებია ასეთი აბსურდული ბრალდებებით. 2007 წელი იყო სიმბოლო რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ, კონკრეტული რუსი ოლიგარქის, პატარკაციშვილის, ძირითადად, საქართველოდან წასული „კანონიერი ქურდების“ ჩართულობით. ეს დადასტურებულია ფედერალური გამოძიების ბიუროს მიერ გამოგზავნილ წერილში. ეს იყო იმის შეჩერების მცდელობა, რომ საქართველო არ ყოფილიყო წარმატებული რეფორმების გზაზე შეუქცევადად. 2007 წლის არეულობა მოხდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის წინა თვეებში. ეს არ არის რეალურად მიზეზი, რის გამოც მე მასამართლებენ. ყველამ კარგად იცის, რომ 2007 წელს მე გადავდექი, ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იყო ბუნებრივი უკმაყოფილება რეფორმებით, იყო ხალხი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა ყველაფერს და მე ამ ხალხის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა, არჩევნებში გავიმარჯვე და ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.