მიხეილ რამიშვილი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია მედიკამენტებმა
მიხეილ რამიშვილი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია მედიკამენტებმა

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია მედიკამენტებმა, რასაც უცხოელებთან გადავამოწმებ, – ამის შესახებ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელსაც ტოქსიკოლოგიურთან ერთად, დნმ-ის დასკვნაც გააცნეს.

„გარდაცვალების შედეგი დასკვნის თანახმად, პრეპარატებმა გამოიწვიეს. მითითებულია დოზები და რაოდენობა. დასკვნაში მითითებულია ორგანოები, სადაც აღმოჩენილია მედიკამენტები – ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. დიდი რაოდენობებია მითითებული. ამის გადამოწმება მოხდება უცხოელებთან, ამას თავად გადავამოწმებ“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ დნმ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა პროკურორმა.