პროკურორი აცხადებს, რომ დნმ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

18:59, 03.09.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დნმ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, ოჯახი დნმ-ის დასკვნას გაეცნო.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაიცნო და ამ დასკვნის შესახებ პროკურატურა განმარტებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.

მსგავსი