მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ინახებოდა
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დატოვა.
ადვოკატის განაცხადებით, კომპიუტერში რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ინახებოდა.
მისივე თქმით, კომპიუტერში ზოგადი ფოტოები და ვიდეო-მასალები იყო, თუმცა საქმისთვის ახალი გარეომება არ იკვეთება.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ექსპერტები აუცილებლად უნდა ჩაერთონ.
„ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი: მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ანუ „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამები“ საერთოდ არ იყო ლეპტოპში. ამავდროლად, 193 ათასი ფოტოა და 448 ვიდეო. რაც საინტერესოა, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით, როგორი ასოციაცია დამრჩა?! ეს კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ, უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა. „გუგლში“ და მსგავს საიტებზე შესულია, მაგრამ კომპიუტერში არ არის დაფიქსირებული. თუ ასეთი, არაფრის მქონე სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა რამიშვილმა.