მიხეილ ჯანელიძე - რეადმისიის მოთხოვნების 97% კმაყოფილდება, რაც ვიზალიბერალიზაციის შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ რეადმისიის მოთხოვნების დაახლოებით 97% კმაყოფილდება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა ვიზალიბერალიზაციამ შეუფერხებლად იმუშაოს.
მინისტრის თქმით, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„ძალიან კარგია, რომ რეადმისიის მიმართულებით, რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რეადმისიის მოთხოვნების დაახლოებით 97% კმაყოფილდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციამ იმუშაოს შეუფერხებლად.
რეადმისია – ეს არის ჩვენი აღებული ვალდებულება. ვინც სავიზო რეჟიმს არღვევს შენგენის წევრ ქვეყნებში, ჩვენ ამ მოქალაქეების უკან მიღება უნდა მოვახდინოთ, სწორედ ამას ემსახურება რეადმისიის პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.