მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება
ბრიუსელში, 4-5 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელები რუსეთთან ურთიერთობაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატოს სამშვიდობო ოპერაციებზე, 2018 წლის ნატო-ს სამიტზე, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
მიხეილ ჯანელიძეს კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.