კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის

გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის შვედეთსა და ფინეთს შეეძლოთ ნატო-ში გაწევრიანება, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ბერლინში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. მე ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა ქართველ კოლეგასთან. ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რისთვისაც ვართ აქ. ჩვენ გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის შვედეთსა და ფინეთს შეეძლოთ ნატო-ში გაწევრიანება. ეს შესაძლოა, იყოს სწრაფი მიღება. კანადა უზრუნველყოფს, რომ რატიფიცირების პროცესი სწრაფად წარიმართოს. მე უკვე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან. ეს არის უპარტიო საკითხი კანადაში. მოსახლეობას სურს, უზრუნველყოფილი იყოს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება. ასევეა საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკის საშუალებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღირს მათი ალიანსში შესვლა“, – აღნიშნა მელანი ჯოლიმ.