მიხეილ დუნდუა - მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე საქართველო ლიდერია რეგიონში და კორუფციისგან თავისუფლებით არის მოწინავე
მიხეილ დუნდუა - მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე საქართველო ლიდერია რეგიონში და კორუფციისგან თავისუფლებით არის მოწინავე

მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე საქართველო ლიდერია რეგიონში და კორუფციისგან თავისუფლებით არის მოწინავე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა.

„კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო გავიდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე. ლიდერია შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში. Ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ, ჯამში, 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე საქართველო ლიდერია რეგიონში და კორუფციისგან თავისუფლებით არის მოწინავე“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსის ახალ ანგარიშში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს, რეგიონის ლიდერად რჩება და ასწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას.