მიხეილ დაუშვილი - ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, სასაუბრო თემა კი „ნაციონალური მოძრაობაა“, წარმოუდგენელია, საუბარი იყოს მხოლოდ იმის შესახებ, პარტიაში ვინ ვის აგინა, ვინ ოლიგარქია და ვინ არა
მიხეილ დაუშვილი - ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, სასაუბრო თემა კი „ნაციონალური მოძრაობაა“, წარმოუდგენელია, საუბარი იყოს მხოლოდ იმის შესახებ, პარტიაში ვინ ვის აგინა, ვინ ოლიგარქია და ვინ არა

ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ამ დროს ერთადერთი სასაუბრო თემაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ვინმე თუ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უწყობს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.

„წარმოუდგენელია, საუბარი მხოლოდ იმის შესახებ იყოს, პარტიაში ვინ ვის აგინა, ვინ ვის დაუპირისპირდა, ვინ ოლიგარქია და ვინ არა. „ქართულ ოცნებას“ ვინმე თუ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უწყობს, უპირველესად, „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.