მიხეილ დაუშვილი - „ნაცმოძრაობასთან“ ნებისმიერი სახის კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ
ჩვენი მოქალაქეები შეაფასებენ ძალიან მალე ამ ყველაფერს და ყველა მიხვდება, რომ, რეალურად, საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა გაზომოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
დაუშვილის თქმით, არ შეიძლება აბსტრაქტულ ციფრებსა და აბსტრაქტულ შედეგებზე საუბარი.
„ეს საუბარი, უბრალოდ, არასწორი იქნება. რაიმე ტიპის თანამშრომლობას რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და იგივე პოზიცია გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ ყველანაირი, ნებისმიერი სახის კოალიციას გამოვრიცხავთ „ნაცმოძრაობასთან““, – განაცხადა დაუშვილმა.
ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.