მიხეილ ჩხენკელი - დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო, მან ჭეშმარიტად უნიკალური შემოქმედება დაგვიტოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტისა და ლოტბარის თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.
იგი იყო „საუკუნის ხმად” წოდებული მუსიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს ემსახურებოდა, მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.
ბატონმა თემურმა ჭეშმარიტად უნიკალური შემოქმედება დაგვიტოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს თემურ ქევხიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას”, – აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.