მიხეილ ბატიაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი შესაძლებლობები გააცნო
მიხეილ ბატიაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ზვიად გაბისონიასთან ერთად ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის 41-ე წევრი გახდა, რაც 15 ათასზე მეტ უნივერსიტეტთან, ბიზნესის სექტორთან და 25 ათასზე მეტ მკვლევართან წვდომის შესაძლებლობას იძლევა.

„რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველო გახდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის (euraxess) წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ქართული უმაღლესი სასწავლებლებისა და ჩვენი დიპლომების აღიარება ევროკავშირში. რამდენიმე დღის წინ, ხელი მოეწერა შეთანხმებას და საქართველო გახდა ასევე ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი მეცნიერების კუთხით და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ერთიან ევროპულ სივრცეში. მნიშვნელოვანია გავაცნოთ მოთხოვნები და პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. პირველი იანვრიდან ყველა ქართველი მეცნიერისთვის, უმაღლესისთვის, კვლევითი ინსტიტუტისთვის, იხსნება ევროპული სივრცე, რომელიც უზარმაზარ რესურსს მოიცავს, დაახლოებით ორ მილიარდ ევროს ყოველწლიურად და უნდა მოვემზადოთ, რომ განვუმარტოთ რა შესახლებლობები ჩნდება, როგორ უნდა გაწევრიანდნენ მასში და ერთიანად აითვისონ ევროპულ მეცნიერებთან ერთად ეს ფონდები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.