მიხეილ ბატიაშვილი - უმჯობესი იქნება, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მეტად არგუმენტირებულად შეისწავლოს საკითხი
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებთან და უმჯობესი იქნება, ცოტა მეტად არგუმენტირებულად შეისწავლოს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ წარდგენილ ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელსაც ვფიქრობ, ცოტა მეტი დასაბუთება სჭირდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, რათა მეტი მასალა მივაწოდოთ, მაგრამ ვფიქრობთ, გამოქვეყნებული დასკვნა არის ფაქტებს მოკლებული. მზად ვართ, მივაწოდოთ მეტი მასალა და არგუმენტირებული პასუხები. ყველაზე მთავარი რაც არის, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებთან და მგონია, რომ აჯობებს, ცოტა მეტად არგუმენტირებულად შეისწავლონ საკითხი და ნაკლები პოლიტიკური ასპექტი ჰქონდეს ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ISFED-ი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.