საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა.
„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ყველა ის შედეგი, რასაც განათლების რეფორმის ფარგლებში ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ასევე გააგრძელებთ. მე კი სისტემის გარედან, დიდი საგანმანათლებლო პროექტებით შევეცდები, კიდევ უფრო გავაძლიერო ის უზარმაზარი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.