მიხეილ ბატიაშვილი - ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელს რეფორმირება სჭირდება
ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელს რეფორმირება სჭირდება – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ამ მიმართულებას სჭირდება რეფორმირება. ვფიქრობ, არაეფექტურად მუშაობს. არ გვაქვს ის შედეგი, რომელსაც ველოდით, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ რეფორმებზე, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც რეფორმა შეეხება,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი თქმით, მუშავდება შეფასების რამდენიმე სისტემა, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაცხადდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ესენია – აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები; მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, წელს აღნიშნული ფაკულტეტების დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს.