მიხეილ ბატიაშვილი „ახალგაზრდა პატრიოტების“ აქციის რამდენიმე ორგანიზატორს ხვდება
მიხეილ ბატიაშვილი „ახალგაზრდა პატრიოტების“ აქციის რამდენიმე ორგანიზატორს ხვდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პატრიოტების“ აქციის რამდენიმე ორგანიზატორს ხვდება.

„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ ხელოვნების მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიზეზით, არ მოხდეს ისტორიული შენობიდან დაცული კოლექციების სხვა სივრცეში გადატანა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში ნაგებობისთვის საჭირო სამუშაოები აპრობირებული მეთოდით განხორციელდეს.