„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს
„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს

„პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული ორგანიზაციის „ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობას შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბეჟან გუნავა აცხადებს, „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

„უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს ეს და არა ერთმა და ორმა ჩინოვნიკმა. ძალინ გთხოვთ მიმართოთ მინისტრს, ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს. თუ არადა, გავაკეთებთ პიკეტირებას საერთოდ და აქ დავიწყებთ მჯდომარე აქციებს. ახლა მოვითხოვთ მინისტრისგან პასუხს. შეუძლებელია, ამ მუზეუმში ნებისმიერ დეტალს ხელი ახლო, ეს ამ ექსპონატებისთვის დაღუპვის ტოლფასია“, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.