მიხაილ ზიბერტი - საზღვრების გახსნა მისასალმებელი ნაბიჯია
მიხაილ ზიბერტი - საზღვრების გახსნა მისასალმებელი ნაბიჯია

საზღვრების გახსნა მისასალმებელი ნაბიჯია სამგზავრო რეგულაციების ნორმალიზაციისკენ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მიხაილ ზიბერტი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

„საქართველომ გერმანიისთვის და ევროკავშირის კიდევ ოთხი ქვეყნისთვის, საფრანგეთისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი სამგზავრო რეგულაციების ნორმალიზაციისკენ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან“, – განაცხადა მიხაილ ზიბერტმა.

საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.