მიხაილ პოდოლიაკი - წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს, ისინი მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება, მუდმივად ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს
წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს, ისინი მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„წითელი ხაზები გლობალურ პოლიტიკაში ნამდვილად არ არსებობს, ისინი მოიგონეს მათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობის აღება და მუდმივად ცდილობს, ზურგი შეაქციოს რეალურ პრობლემებს, არ შეხედოს… ამ მითს აქტიურად იყენებენ რუსეთის მსგავსი ქვეყნები, რომ პრიმიტიულად შეაშინონ თავიანთი აგრესიული პროპაგანდით. სინამდვილეში კი, რუსეთი უპირობოდ აცხადებს უარს საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისოდ დადგენილ წესებზე, ჰუმანიზმსა და ადამიანობაზე, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობაზე. რუსეთი ყოველთვის ავრცელებს გაბერილ მითებს, აქვს შიშის და კოლექტიური უპასუხისმგებლობის იმედი. თუმცა, დრო შეიცვალა და ევროპული დემოკრატიები დღეს მკაფიოდ აჩვენებენ სურვილს, სწორი აქცენტები დასვან ომში და რუსეთის მომავალში – ომი უნდა დასრულდეს რუსეთის სამართლიანი დამარცხებით და ტრანსფორმაციით“, – წერს პოდოლიაკი.
მედიის ცნობით, საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდნენ, ამბობენ, რომ მაკრონი უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია.