მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო

უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თქმით, უკრაინას აქვს იტალიისა და საფრანგეთის მიერ მიწოდებული ანტისარაკეტო სისტემები და „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები. პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ქვეყანას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას მისცემს.