მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთში მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს, მოითხოვონ, საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს
კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე კიევში პირველი კომენტარი გააკეთეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
„რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია“, – ამბობს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, რუსეთში მიაჩნიათ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ, დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია განაახლა.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელების წინსვლა შეაჩერეს. მოსკოვში, ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი სამხედროების წინააღმდეგ იყენებენ ავიაციას.
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კურსკში ბრძოლებისას, სულ მცირე, 32 რუსი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა.
რუსეთის სამხედრო ბლოგერების ცნობებით კი, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის შიგნით წინსვლას აგრძელებენ.
24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკში რუსების მიერ აგებული თავდაცვის ორი ხაზის გარღვევა შეძლეს.