მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს, აუცილებელია, პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს
მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს, აუცილებელია, პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს და აუცილებელია, მან პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს.

„არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პოდოლიაკის თქმით, რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ რუსეთში ამას, მით ნაკლები მსხვერპლი იქნება.