მიხაილ პოდოლიაკი – რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს, აუცილებელია, პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს და აუცილებელია, მან პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს.
„არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
პოდოლიაკის თქმით, რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ რუსეთში ამას, მით ნაკლები მსხვერპლი იქნება.
Не треба боятися правди. Росія не може продовжувати існувати далі в нинішньому вигляді і з нинішніми правлячими елітами. Росія має програти, бути покарана за зневажання міжнародного права і пройти політтрансформацію. Чим раніше всі це зрозуміють, тим менше буде жертв надалі…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) November 15, 2022