მიხაილ პოდოლიაკი - ათიათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს
მიხაილ პოდოლიაკი - ათიათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ ევროკავშირის ალტერნატიული ფორმატის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„კარგი ნაღმი ცუდი თამაშის დროს – ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის წევრობის სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათიათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

ახალ ფორმატთან დაკავშირებით გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან.

ამასთან, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას და მას საინტერესო უწოდა.